გადაუღებელი წვიმებისა და წყალდიდობის შემდეგ, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, იაპონია მორიგ სტიქიას ებრძვის.
ქვეყანაში ახლა რეკორდული სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურამ ცენტრალურ რეგიონებში 40 გრადუსს გადააჭარბა, რაც ბოლო 5 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მაღალი ტემპერატურის შედეგად არის მსხვერპლიც. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, გაუსაძლისი სიცხის შედეგად, იაპონიაში 30-მდე ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
ხელისუფლება მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენისა და დიდი რაოდენობით წყლის მიღებისკენ მოუწოდებს.
კომენტარები