ქაბულის აეროპორტში აფეთქებას 14 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 60-მდე პირი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც აეროპორტში ავღანეთის ვიცეპრეზიდენტი აბდულ-რაშიდ დუსტუმი ჩამოვიდა, რომელიც მანამდე ქვეყნიდან ადამიანების წამებისა და გატაცებაში ბრალდების გამო გაიქცა.
თვითმკვლელი ტერორისტი აეროპორტის დაცვამ შენიშნა და მას ვიცეპრეზიდენტამდე მისვლის საშუალება აღარ მისცა, ამ დროს კი ტერორისტმა ასაფეთქებელი მოწყობილობა აამუშავა.
კომენტარები