ესპანეთი საბერძნეთში ტყის ხანძრების ჩასაქრობად ორ თვითმფრინავს აგზავნის. ესპანეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ორი თვითმფრინავი-ამფიბია Canadair გაგზავნილია საბერძნეთში, რათა დაეხმაროს ტყის ხანძრის ჩაქრობაში.
„საშინელი ამბები მოდის საბერძნეთიდან. ესპანეთმა უკვე აამოქმედა სამოქალაქო თავდაცვის ევროპული მექანიზმები. სოლიდარობას ვუცხადებ ბერძენ ხალხს“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა.
კომენტარები