საბერძნეთში საქართველოს ელჩის, იოსებ ნანობაშვილის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა სიაში საქართველოს მოქალაქეები არ არიან. მისივე თქმით, საქართველოს 5 მოქალაქე სტიქიის ზონაში იყო და დახმარებას ითხოვდა, ისინი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს და დააბინავეს.
საბერძნეთში საქართველოს ელჩი არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა სიაში ცვლილებები მოხდეს.
ასეთი მასშტაბის სტიქიური უბედურება საბერძნეთს ბოლო 10 წლის განმავლობაში არ ახსოვს. ხანძრის გაჩენის მიზეზად გვალვა სახელდება – უკვე რამდენიმე თვეა საბერძნეთში ნალექი არ ყოფილა.
კომენტარები