იაპონიაში მაღალი ტემპერატურის გამო, ოფიციალური მონაცემებით, 80 ადამიანია დაღუპული. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
ათასობით ადამიანი საავადმყოფოებში სიცხისგან გამოწვეული გართულებების გამოა გადაყვანილი.
ქვეყანაში ტემპერატურა 40℃-ს აღწევს. ორი დღის წინ კი 41.1℃ დაფიქსირდა.
მეტეოროლოგების პროგნოზით, მაღალი ტემპერატურა იაპონიაში აგვისტოშიც შენარჩუნდება.
კომენტარები