Facebook-ის აქციათა ფასი 24%-ით დაეცა. კომპანიის კვარტალური ფინანსური ანგარიში იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ. ამის შესახებ The Washington Post-ი წერს.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის აქციონერებისთვის აქციათა ფასის დაცემა ნიშნავს, რომ მათ 150 მილიარდ დოლარამდე დაკარგეს. ფინანსური შედეგების გამოცხადებამდე, Facebook-ის აქციათა ფასი ისტორიულ მაქსიმუმზე იყო – 2018 წლის განმავლობაში 28%-მდე გაიზარდა.
სოციალური ქსელის ფინანსური მოგების ანგარიშში წერია, რომ კომპანიის შემოსავლები 42%-ით გაიზარდა და 13.2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ანალიტიკოსები კი 13.3 მილიარდ დოლარს ელოდებოდნენ და ეს პირველი შემთხვევაა 2015 წლის შემდეგ, როცა Facebook-ის შედეგები ანალიტიკოსების მოლოდინზე უარესია.
Facebook-ის აუდიტორია 1.47 მილიარდი ადამიანი შეადგინა, რომლებიც ქსელს ყოველდღიურად მოიხმარენ. ამის მიუხედავად, ევროპაში Facebook-ის მომხმარებელთა რაოდენობა 3 მილიონით შემცირდა, აშშ-სა და ჩინეთში კი არ შეცვლილა.