შტატ კალიფორნიაში, ლოს-ანჯელესის სამხრეთით ტყის ხანძარი მძვინვარებს, რის გამოც 12 000-მდე ადგილობრივი მცხოვრების ევაკუაცია გახდა საჭირო. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს.
ცეცხლმა რამდენიმე სახლი უკვე გაანადგურა, დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კალიფორნიის პოლიციამ ერთი საეჭვო ადამიანი დააკავა, რომელიც ტყეში ხანძრის გაჩენის შეტყობინების მიღებამდე, ხანძრის მთავარ კერასთან შენიშნეს.
სან-ბერნარდინოს სამაშველო სამსახურების ცნობით, ტყის ხანძარმა უკვე 12 კვადრატულ კილომეტრამდე ფართობი მოიცვა.
კომენტარები