სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარინი დააპატიმრეს. ამის შესახებ სომხური და რუსული პრესა წერენ. სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება 2008 წლის პირველ მარტს აქციის დარბევის საქმესთან დაკავშირებით გამოიტანა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
ქოჩარიანის ადვოკატის თქმით, ის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. რუბენ სააკიანმა განაცხადა, რომ ყოფილი პრეზიდენტი გადაწყვეტილებას მშვიდად შეხვდა, რადგან ეს მოსალოდნელი იყო. ქოჩარიანს ბრალდება ფაბრიკაციად და პოლიტიკურ დევნად მიაჩნია.
იმავდროულად, სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა ამავე გამოძიების ფარგლებში ბრალდებული „კოლექტიური უსაფრთოების ორგანიზაციის“ მოქმედი გენერალური მდივანი, გენერალი იური ხაჩატუროვი, რომელიც 2008 წლის აქციების დროს ერევნის გარნიზონს ხელმძღვანელობდა.