ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა. 6,4 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგებს მსხვერპლი მოჰყვა. ამის შესახებ CNN-ი წერს.
მედიაში მსხვერპლის რაოდენობის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. Channel NewsAsia-ს ცნობით, ინდონეზიის კუნძულ ლომბოკზე ათი ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულები. დასავლური მედია კი წერს, რომ სულ მცირე 3 დაღუპულია.
მიწისძვრის ეპიცენტრი ვულკან რინჯანის სიახლოვეს იყო.
კომენტარები