ადამიანების გამოყვანა ჩახერგილი გზების გამო ვერ ხერხდება. მთაზე 200-მდე ჩარჩენილ ადამიანს შორის არიან ფრანგი, ტაილანდელი და ჰოლანდიელი ტურისტები და მათი თანმხლები ადგილობრივები.
სტიქიის ეპიცენტრი მთა რინჯანის სიახლოვეს მდებარეობდა, რის გამოც ტურისტული მარშრუტების ნაწილი ჩაიხერგა და იქ დარჩენილები სამშვიდობოს გამოსვლას ვერ ახერხებენ.
ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა 29 ივლისს გამთენიისას მოხდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 14-მდე გაიზარდა. დაღუპულთაგან ერთი მალაიზიელი ტურისტია. დაშავებულთა რიცხვმა კი 160-ს გადააჭარბა.
6.4 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები ყველაზე მეტად ტურისტულ კუნძულ ლომბოკზე, ბალიდან 40-კილომეტრში იგრძნობოდა. დაიზანებულია ასობით საცხოვრებელი სახლი. მოსახლეობის ნაწილი ღია ცის ქვეშ დარჩა.
პირველი მიწისძვრის შემდეგ სტიქიის ზონაში 60-ზე მეტი ბიძგი განმეორდა, მათ შორის ყველაზე ძლიერი 5.7 მეათედი მაგნიტუდის იყო.