ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ აშშ გააფრთხილა იმ შედეგებთან დაკავშირებით, რომელიც ირანისთვის სანქციების აღდგენას მოჰყვება.
„აშშ ინანებს ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენას. მე ხალხს მოვუწოდებ ერთიანობისკენ ეკონომიკური სირთულეების წინაშე“, – განაცხადა ირანის პრეზიდენტმა.
გუშინ აშშ-მ ირანის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის პირველი ეტაპი დაიწყო, რომელიც 2016 წლის იანვარში ბირთვული შეთანხმების შემდეგ გაუქმდა.
დღეიდან აღდგება შეზღუდვები თეირანთან ოქროსა და სხვა ძვირფას მეტალზე ვაჭრობაზე, ასევე ირანის ხელისუფლებისთვის დოლარის მიყიდვაზე.
კომენტარები