საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ შინდისში, გმირულად დაღუპული 17 ქართველი სამხედროს ხსოვნას პატივი მიაგო.
მინისტრის განცხადებით, საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობისა და თავდადების უპრეცედენტო მაგალითი.
„17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის უკვდავსაყოფად შინდისში მემორიალი აშენდება. ჩვენ, ქართველებს ისტორიულად სწორედ ასეთი გმირობები გადაგვარჩენს“, – განაცხადა ლევან იზორიამ.
კომენტარები