„ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი.
როგორც „იმედინიუსს“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში განუცხადეს, უკვე მეორე დღეა, კონკრეტული მედიასაშუალების მხრიდან ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს თბილისში მომხდარი ინციდენტის მონაწილე დაჩი ტვილდიანი „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წარმომდგენელია.
„დაჩი ტვილდიანი არ არის და არასოდეს ყოფილა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, დეზინფორმაციის გამავრცელებელ მედიას კი მოვუწოდებთ, რომ მსგავსი სიცრუის ტირაჟირებამდე ინფორმაციის გადამოწმების მარტივ ჟურნალისტურ სტანდარტს მიმართოს“, – აცხადებენ ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.
კომენტარები
