ურეკში მდებარე Black Sea Arena 30 ივლისს გაიხსნება. ჯერ უცნობია რომელი მუსიკოსი გახსნის უმაღლესი სტანდარტის, ულტრათანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობებით აღჭურვილ დარბაზს.
როგორც დარბაზის დირექტორი დიმიტრი ბერიძე აცხადებს, რამდენიმე დღეში ცნობილი გახდება იმ ვარსკვლავების ვინაობა, ვინც ზაფხულსა და შემოდგომაზე ურეკში კონცერტებს გამართავენ.
ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი საკუთრებაში სახელმწიფოს გადასცა.
კომენტარები