მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს, – ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე გვარამიას განცხადებას.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია.
„რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის განცხადებები მიუღებელია. იმიტომ რომ ეს ერთი მხრივ დამატებით საფრთხეს უქმნის საქართველოს ინტერესებს და სუვერენიტეტს და მეორე – ხელოვნურად შეიძლება იყოს ახალი დაპირისპირების და დაძაბულობის საგანი. მიმყარდება ეჭვი, რომ ეს რაღაც დავალებას ან მიზანს უნდა ემსახურებოდეს, იმიტომ რომ საერთოდ არ არის ახლა საუბარი ხვალ ევროკავშირში შევდივართ და აფხაზეთის და ცხინვალის საკითხი გვიშლის ამაში ხელს. ვფიქრობ, რომ ეს არის ხელოვნური მცდელობა რომ ურთიერთობები დაიძაბოს. იცით რომ ჩვენ გაცხადებული გვაქვს სამშვიდობო პოლიტიკა, ეს არის მცდელობა ამ შერიგების პოლიტიკაში ხინჯი შეიტანონ“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ნიკა გვარამიას ვრცელი წერილით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოეხმაურა. „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე ნებისმიერი პოლიტიკური ინიციატივა უნდა ემსახურებოდეს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას, ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების უფლებების დაცვასა და საქართველოს საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში მშვიდობიანი თანაცხოვრების აღდგენას“, – წერს კირცხალია სოციალურ ქსელში.
