აფეთქების განგაში სამგზავრო თვითმფრინავის ბორტებზე – LATAM Airlines-ის და Sky Airlines-ის კუთვნილი ლაინერები ძალოვანებმა პერუში ავარიულად დასვეს.
სამართალდამცველებმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც სამოქალაქო ავიაციის სამსახურს ანონიმური შეტყობინება გაეგზავნა.
წყარომ უწყებას აცნობა, რომ სამ სხვადასხვა სამგზავრო ლაინერზე ბომბებია დამონტაჟებული. ერთ-ერთი თვითმფრინავი LATAM Airlines-ს ეკუთვნის, დანარჩენი ორი კი Sky Airlines-ის კუთვნილი ბორტებია.
ძალოვანების ცნობით, ავარიული დაშვებების შედეგად არავინ დაშავებულა, განხორციელდა მგზავრების ევაკუაცია. თუმცა, შემოწმების შედეგად არცერთ ბორტზე ბომბი არ აღმოჩნდა.
გამოძიების ვერსიით, საქმე თაღლითობას ეხება. ძალოვანები შეტყობინების ავტორებს ეძებენ.
კომენტარები