ავღანეთში, ფარიაბის პროვინციაში 100-მდე ავღანელი სამხედროს ადგილსამყოფელს ვერ ადგენენ. ინფორმაციას ტელეარხი Tolo News-ი ავრცელებს.
მიმდინარე კვირაში „თალიბანის“ წევრებმა ფარიაბის პროვინციაში სამხედრო ბაზა დაიკავეს.
იერიშის შედეგად სამხედრო ბაზაზე, თავდამსხმელებმა დახოცეს 17 სამხედრო მოსამსახურე. დაახლოებით 19 დაიჭრა, რამდენიმე ჯარისკაცი კი თალიბებმა დაატყვევეს.
თავდამსხმელებმა ხელთ იგდეს ასევე ბაზაზე არსებული სამხედრო ტექნიკა.
კომენტარები