ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა, მაიკლ კოენმა ბრალდებების ნაწილი აღიარა. ამის შესახებ BBC წერს.
ლაპარაკია რვა ბრალდებაზე, მათ შორის კოენმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით მოქმედებდა.
ასევე კოენმა საპრეზიდენტო კამპანიის დროს ფინანსური დარღვევები, საგადასახადო და საბანკო თაღლითობები აღიარა.
ცნობილია ისიც, რომ ტრამპის ყოფილმა ადვოკატმა ფედერალურ პროკურორებთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა.
მაიკლ კოენი მანჰეტენის სასამართლოს წინაშე სავარაუდოდ სამშაბათს წარდგება.
ამერიკული მედია კოენს ტრამპთან ერთ-ერთ ყველაზე დაახლოებულ ადამიანად მოიხსენიებს. ის წლების განმავლობაში „ტრამპის ორგანიზაციაში“ მუშაობდა და 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგაც ტრამპის პირად ადვოკატად რჩებოდა (2018 წლის აპრილამდე).