საფრანგეთის პრეზიდენტის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა. ამის შესახებ ფრანგული მედია წერს.
სოციოლოგიური გამოკითხვა ამჯერად საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა (IFOP) ჩაატარა. გამოკითხვის შედეგებით, ემანუელ მაკრონის მოღვაწეობით კმაყოფილი მხოლოდ რესპოდენტთა 34%-ია.
როგორც გამოცემა Journal du Dimanche წერს, საფრანგეთის ლიდერს მხარდაჭერა პრაქტიკულად მოსახლეობის არცერთ კატეგორიაში არ აქვს.
2018 წლის ივლისში ემანუელ მაკრონის რეიტინგი 39%-ს შეადგენდა.
კომენტარები