ისრაელი ღაზის სექტორთან მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტ “ერეზს” ორშაბათს გახსნის. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ავიგდორ ლიბერმანმა განაცხადა. ინფორმაციას Haaretz-ი ავრცელებს.
ეს სასაზღვრო პუნქტი, რომლითაც მხოლოდ მოქალაქეები სარგებლობენ, 19 აგვისტოს ისრაელმა პალესტინაში არეულობის გამო ჩაკეტა. პუნქტზე გავლა მხოლოდ ჰუმანიტარული მიზნებითა და საერთაშორისო დელეგაციის წევრებს შეეძლოთ.
27 აგვისტოს პუნქტის გახსნის მიზეზად კი პალესტინაში სიტუაციის დარეგულირება დასახელდა.
კომენტარები