აშშ-ში, ფლორიდას შტატში, ქალაქ ჯექსონვილში გასართობი კომპლექსის ტერიტორიაზე სროლის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ასევე დაშავებულია 11 ადამიანი.
როგორც ამერიკული მედია იუწყება, პირი, რომელმაც გასართობ კომპლექსში ცეცხლი გახსნა, ლიკვიდირებულია. ინფორმაცია მისი ვინაობის შესახებ ამ ეტაპზე არ გასაჯაროებულა.
ქალაქ ჯექსონვილის შერიფის ოფისის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უცნობია, ჰყავდა თუ არა თავდამსხმელს თანამზრახველი. სამართალდამცველები ადგილზე იკვლევენ აღნიშნულ საკითხს.
კომენტარები