ნიდერლანდებში 20 წლის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნეს. პოლიციამ 1998 წელს მოკლული 11 წლის ბიჭის მკვლელი ახლა დააკავა. ამის შესახებ BBC წერს.
1998 წლის აგვისტოში ნიკი ვერსტაფენი საზაფხულო ბანაკში ისვენებდა, ის თავისი კარვიდან გაქრა, მოგვიანებით ცხედარი ტყეში იპოვეს. გამოძიება ამ დროის განმავლობაში არ შეწყვეტილა. პოლიციამ ბავშვის ტანსაცმელზე უცნობ დნმ-ს მიაგნო, რომლის იდენტიფიკაციის მიზნით, ამ დროის განმავლობაში ათასობით ადამიანის დნმ შემოწმდა.
ბოლოს პოლიციამ დამნაშავის ვინაობის დადგენა მაინც შეძლო. ის ბანაკთან ახლოს მცხოვრები კაცი აღმოჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში ესპანეთში ცხოვრობდა.
თუ რატომ მოკლა ჯოშ ბრეჩმა 11 წლის ბიჭი უცნობია.
კომენტარები