მალიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ფრანგულმა სპეცრაზმმა დასავლეთ აფრიკაში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერი მოჰამედ აღა ალმუნერი მოკლა. ამის შესახებ France24 იუწყება.
ოპერაციის დროს ალმუნერის დაცვის წევრი და ორი სამოქალაქო პირი – ქალი და მოზარდი მოკლეს. კიდევ ორი სამოქალაქო პირი და „ისლამური სახელმწიფოს“ ერთი წევრი კი, დაიჭრნენ.
საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სამოქალაქო პირების დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. სამინისტროს განცხადებით, ჩატარდება გამოძიება, რომელიც დაადგენს, თუ როგორ მოხვდნენ სამოქალაქო პირები სპეცრაზმის დარტყმის ქვეშ.
კომენტარები