საბერძნეთში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტრიკალადან სამხრეთ-დასავლეთით 34 კილომეტრში მდებარეობდა.
სტიქიის შედეგად, რამდენიმე გზაზე მეწყერი ჩამოწვა. ზიანისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება.
კომენტარები