ხანძრის დროს სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვიც. თვითმფრინავი ციმბირის ავიაკომპანიის Utair-ის კუთვნილ Boeing 737-ს ავარიული დაშვებისას გაუჩნდა.
თვითმფრინავი სოჭში მოსკოვიდან მიფრინავდა და ბორტზე სულ 160 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა.
გავრცელებული ცნობით, თვითმფრინავი ასაფრენი ბილიკიდან გადავიდა, ჯებირს შეეჯახა და მდინარეში ჩავარდა. დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
ინციდენტს აეროპორტის საავარიო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელიც შეეწირა. ის სამაშველო ოპერაციის დროს ცუდად გახდა და გარდაიცვალა.
ინციდენტის მიზეზს გამოძიება სწავლობს.
კომენტარები