საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საერთაშორისო სწავლების – “Agile Spirit 2018”-ის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატო-ს სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით, საერთაშორისო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, აღნიშნული სწავლება სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია.
„ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობა, მათ შორის ამ ფორმატის ფარგლებში, რომელიც ამ საერთაშორისო სწავლებიდან გამომდინარე, 2011 წელს დავიწყეთ და შემდეგ განვავითარებთ, არის ბრწყინვალე მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა იყოს ერთი მხრივ, ლიდერი ქვეყანა მხარდამჭერი ჩვენი მეგობრობის განმტკიცებისთვის, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის და ნატო-ს სტანდარტებთან ჩვენი შესაძლებლობების დაახლოების გაუმჯობესებისთვის და მეორე მხრივ, როგორ უნდა იყოს პარტნიორი ქვეყანა მზად იმისთვის, რომ ყველაფერი გააკეთოს რეგიონში უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ამიტომ, ჩვენს ამ მზადყოფნას მე სიმბოლურად, სტრატეგიული მზადყოფნა ვუწოდე.
ჩვენ ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, სწორედ როგორც ყოველდღიურ მზადყოფნას და არა როგორც სტრატეგიულ მოთმინებას, მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს და ყოველდღიურად ჩვენი ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანების შესაძლებლობას რეალურ საფუძველს აძლევს. დღევანდელი სწავლებაც ამ სტრატეგიული მზადყოფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ელემენტია. თქვენთან ერთად, ჩვენ კიდევ ერთხელ ვდგამთ, ამ მზადყოფნის გასაძლიერებლად, მნიშვნელოვან ნაბიჯს ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად,“ – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ლევან იზორია: ნატო-ში ინტეგრაციის პროცესს აღვიქვამთ, როგორც მზადყოფნას, რომელიც ყოველდღიურად გვაძლიერებს
2018/09/01 18:38:50
კომენტარები
ნანახია: 866 ჯერ