“რას ფიქრობენ აფხაზები ქართველებზე” – ამ სათაურით გაზეთი „კვირის პალიტრა“ დღევანდელ ნომერში ისტორიკოს გიორგი ანჩაბაძესთან ინტერვიუს აქვეყნებს. გიორგი ანჩაბაძე 17 წელია, აფხაზ ახალგაზრდებს ლექციებს უკითხავს.
„სოხუმში ლექციებს ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის პერიოდიდან ვკითხულობ. თუმცა ომის დროს, 1992-93 და შემდგომ წლებში, ამას ვეღარ ვახერხებდი. 1998 წელს ჩავედი პირველად სოხუმში. 1999 წელს, აფხაზეთის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შემომთავაზეს, გამეგრძელებინა ლექციების კითხვა. დავთანხმდი და 2001 წლიდან განვაახლე ლექციები“, – აცხადებს გიორგი ანჩაბაძე.
კითხვაზე – „ როგორი განწყობა იყო მაშინ სტუდენტებში და როგორია ახლა“ – ანჩაბაძე აცხადებს, რომ ომის შემდგომ, აფხაზებს ჰქონდათ იმედი, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება კომპრომისზე წავიდოდა. კერძოდ, აფხაზეთი ყოფილიყო ფედერაციის ან კონფედერაციის წევრი, მაგრამ ქართულმა მხარემ ეს წინადადება არ მიიღო“, -აცხადებს ანჩაბაძე.
მისი თქმით, აფხაზებმა ინტერესი 2008 წლის აგვისტოს შემდეგ დაკარგეს, მანამდე კი ქართველებს მცირე შანსი ჰქონდათ, რაც შევარდნაძემ არ გამოიყენა.
„საქართველოთი დაინტერესება 2001 წელს გაცივდა, გელაევის ცნობილი რეიდის შემდგომ, ხოლო 2008 წლის მოვლენებმა ინტერესი მინიმუმამდე დაიყვანა“, – აცხადებს გიორგი ანჩაბაძე.
რას ფიქრობენ აფხაზები ქართველებზე
2018/09/06 21:34:44
კომენტარები
ნანახია: 1334 ჯერ