ბრაზილიელმა სამართალდამცველებმა ჰეზბოლას ლიდერი დააკავეს.
საუბარია ასად აჰმად ბარაკატზე, რომელიც შეერთებული შტატების მიერ ძებნილი ტერორისტების სიაში ირიცხება. ის ლიბანის ტერორისტული დაჯგუფების მთავარ ფინანსისტად მიიჩნევა.
ბრაზილიელმა ძალოვანებმა სპეცოპერაცია პარაგვაის საზღვართან მდებარე დასახლებაში ჩაატარეს. დაკავების ორდერიც სწორედ პარაგვაის ხელისუფლებამ გასცა.
წარმოშობით ლიბანელ ბარაკატს პარაგვაის მოქალაქეობაც ჰქონდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც გენერალური პროკურატურამ მას საბუთების გაყალბების და ფულად მაქინაციების ბრალდებები წაუყენა, მას მოქალაქეობაც ჩამოართვეს.
პარაგვაის ხელისუფლება ბრაზილიიდან ძებნილის ექსტრადირებას ელოდება.
კომენტარები