ორჯერ დავურეკე და შევხვდი ბაშარ ასადის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ეს საქართველოს რეგიონებია-მეთქი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის მომხსენებელი, ანდრის მამიკინსი გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.
“მე ნამდვილად მქონდა ორი პრივატული ვიზიტი სირიაში 2016-2017 წლებში, და შევხვდი არა მხოლოდ ადგილობრივ მთავრობას, არამედ გაეროსა და არაბეთის ლიგის სპეციალურ დესპანს, სტაფან დე მისტურას, “წითელ ჯვარსა” და სხვა აქტორებს. რაც შეეხება აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის თემას, მედიასთან ამას პირველად ვამბობ: ორჯერ დავურეკე და შევხვდი ბაშარ ასადის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ ქვეყნებად, ეს საქართველოს რეგიონებია. ამას სჯობს სირიასა და საქართველოს შორის ურთიერთობა განავითაროთ -მეთქი, – აი, ეს იყო ჩემი გზავნილი სირიის ადმინისტრაციისთვის. ვფიქრობ, ყველა დიპლომატიური არხი უნდა გამოვიყენოთ, რომ აფხაზეთი და ე. წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ნაწილებად იყოს აღიარებული”, – აცხადებს მამიკინსი.
“ორჯერ დავურეკე, შევხვდი ასადის წარმომადგენლებს და ვთხოვე, ნუ აღიარებთ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს-მეთქი!”
2018/09/24 20:03:01
ნანახია: 935 ჯერ