უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დარწმუნებულია, რომ გაერო-ს გენერალური ასამბლეა ყირიმის შესახებ რეზოლუციას მიიღებს, რომელშიც რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა იქნება მოხსენიებული.
„გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში ჩემი მონაწილეობისა და მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრის შედეგი ის არის, რომ ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში სოლიდარობა განმტკიცდა. ყირიმის შესახებ იქნება მიღებული გაერო-ს რეზოლუცია, რომელშიც რუსეთი მოხსენიებული იქნება, როგორც სახელმწიფო, რომელიც უკრაინის ტერიტორიის ოკუპირებას ახდენს“, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.
აღსანიშნავია, რომ აქამდე პეტრო პოროშენკომ უკრაინელ დიპლომატებს დაავალა ყირიმის შესახებ ახალი რეზოლუციის მომზადება, რომელშიც, მათ შორის წამოწეული იქნება ანექსირებულ ყირიმში ყირიმელი თათრების უფლებების დარღვევა.
კომენტარები