ინდონეზიაში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
28 სექტემბერს ინდონეზიაში 7,5 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად ოფიციალური ცნობით 832 ადამიანი დაიღუპა. არაოფიციალური მონაცემებით მსხვერპლს რაოდენობა გაცილებით დიდია. მაშველები ამ დრომდე ვერ ჩავიდნენ ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს. სპეციალისტების ვარაუდით შესაძლოა სტიქიის მსხვერპლი ათასობით მოქალაქე იყოს.
ინდონეზიის მთავრობა დაზარალებულების დასახმარებლად 37 მილიონ დოლარს გამოყოფს.
კომენტარები