ლევან ყიფიანის დაკითხვა დასრულდა, სასამართლოდან გამოსვლის შემდეგ ყიფიანმა ვრცელი განცხადება გააკეთა. მან მიმდინარე მოვლენების გამო საზოგადოებასა და ოჯახს ბოდიში მოუხადა.
ყიფიანი ამბობს, რომ “ომეგა ჯგუფის” დამფუძნებელმა მას შესთავაზა ფარული ჩანაწერების გაკეთება და მას ეს ჩანაწერები ვალის ჩამოსაწერად სჭირდებოდა. ყიფიანის თქმით, ოქუაშვილი ჩანაწერებს წარადგენდა უცხოეთში და იტყოდა, რომ მასზე ზეწოლა ხორციელდება.
„მოგახსენებთ, რომ რაც ხდებოდა ამ ფაქტთან დაკავშირებით ყველამ მინდა იცოდეს, რომ ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან. ისე წარმოჩენილი რომ აქ მიგზავნილი ვიყავი-არა და არა.
ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი როგორც სახელისუფლებო ისე ბიზნესის წარმომადგენლობასთან რათა მომეხდინა კომპანიის ფინანსური რესურსის დაზოგვა.
რაც შეეხება იმ საკითხს, თუ რა ხდებოდა ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით, გეტყვით, რომ ალბათ ეს შეიძლება იყოს სასაცილოც კი, ამ ჩანაწერებში ჩვენ ერთობლივი გეგმა გაგვაჩნდა. ზაზა ოქუაშვილი მოვიდა ჩემთან ზაფხულში, მან მთხოვა ბოლო შეხვედრისას მივსულიყავი მასთან და დამიხატა ასეთი სურათი: რადგან ვიცი ბიზნესწნეხს განიცდის მისი უცხოელი პარტნიორებისგან ამიტომ მან გადაწყვიტა დაეხატა ასეთი სცენარი, ჩვენ ჩაგვეწერა ერთობლივად მაკომპრომატირებელი მასალა, ის მპირდებოდა რომ ეს იყო მისის შიდა მოხმარებისთვის, ეს უნდა წასულიყო უცხოეთში რათა დაერწმუნებინა,რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებს მასზე და მოხდებოდა მისის დავალიანებების რომელიც მას გააჩნდა ასევე უცხოელ პარტნიორებთან გადავადება. შესაბამისად ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოში, ამის გამო ის მომელაპარაკა…
ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში, უცხოელების დასარწმუნებლად.
ამის შემდგომ მას თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი და ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს არ ვიცი იყო ჩემი მიამიტობით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს…მივიღე თამაშის წესები, მივიღე გამოწვევა, განვახორციელეთ ერთობლივად, მაგრამ მთელი უბედურება ის არის რომ ეს კაცი თურმე ამ ჩანაწერებს აკეთებს დიდი ხნის განმავლობაში და ის ჩანაწერებიც კი რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ ის ჩანაწერებიც დამონტაჟებულია“- განაცხადა ყიფიანმა.