ნიკა გვარამია ამბობს, რომ ქართველებმა და აფხაზებმა ერთმანეთი უნდა „ავიტანოთ“. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ერთადერთ გზად კი პარტია „ახლის’’ ლიდერს ევროკავშირი ესახება. მანამდე მან ქართველები და აფხაზები მტრებად გამოაცხადა.
„სიყვარული არ ხდება დაკვეთით და მუშაობით. ვერ დაველოდებით იმას, ვის ვინ შეუყვარდება, ვის ვინ შესძულდება და ა.შ. ჩვენ უნდა დაგვჭირდეს ერთმანეთი. ქვეყანა უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება, უნდა ავიტანოთ და მოგვიწევს, რომ ავიტანოთ“, – განაცხადა გვარამიამ.
კომენტარები
