ამერიკის შეერთებულ შტატებში ორმხრივი სროლა თავდამსხმელსა და პოლიციას შორის მსხვერპლით დასრულდა. ბოლო ინფორმაციით, დაჭრილია 6 სამართალდამცველი, 1 კი დაიღუპა. ამის შესახებ USAtoday წერს.
ისინი იმ სახლში მივიდნენ, სადაც უცნობმა პირმა მძევლად აიყვანა ბავშვები და რამდენიმე საათის განმავლობაში მათი მოკვლით იმუქრებოდა. შტურმის მცდელობისას მან პოლიციელებს ესროლა, რასაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მოგვიანებით დამნაშავე თავად ჩაბარდა პოლიციას. ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დანაშაულის მოტივი ჯერ უცნობია. დაჭრილები საავადმყოფოში რჩებიან.
მომხდარს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. დონალდ ტრამპმა დაღუპული 52 წლის პოლიციელის ოჯახს მიუსამძიმრა.
კომენტარები