აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა რუსეთს დამართნოდა.
„არჩევნებში ჩემი გამარჯვება არის ყველაზე ცუდი რამ, რაც შეიძლებოდა რუსეთს დამართნოდა. თუმცა, ჩვენ საერთო ენა უნდა გამოვნახოთ რუსეთთან, ჩინეთთან, ჩრდილოეთ კორეასთან, იაპონიასთან – ეს კარგია და არა ცუდი“, – განაცხადა ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინას შტატში ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.
მან ასევე აღნიშნა, რომ ჰელსინკიში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან კარგი შეხვედრა ჰქონდა.
კომენტარები