ჯამალ ხაშოგის საცოლემ დონალდ ტრამპის მიპატიჟებაზე უარი განაცხადა.
საუდელი დისიდენტის საცოლე მიიჩნევს, რომ ამ გზით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საკუთარი რეიტინგის ამაღლებას ცდილობს.
თურქული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში ჯამალ ხაშოგის საცოლემ ყველა დამნაშავე პირის დასჯაც მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჯამალ ხაშოგის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.
გავრცელებული ინფორმაციით, თურქმა სამართალდამცველებმა სტამბოლში, დიპლომატიური უწყების მიმდებარე ტერიტორიაზე, საკანალიზაციო სისტემაც შეამოწმეს.
ოფიციალური ანკარა საუდის არაბეთში დაკავებული 18 ეჭვმიტანილის ექსტრადირებასაც ითხოვს.
კომენტარები