დღეს ბადრი პატარკაციშვილის დაბადების დღეა. ის ტელეიმედის დამფუძნებელი, ბიზნესმენთა ფედერაციის ხელმძღვანელი, ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე და ოლიმპიური ფონდის დამფუძნებელი იყო. მას დღეს 63 წელი შეუსრულდებოდა.
ბადრი პატარკაციშვილის სახელს უკავშირდება მრავალი საქველმოქმედო პროექტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი „ტელეიმედია“ – ტელეკომპანია, რომელიც 2007 წელს დარბევის შემდეგ წაართვეს და მფლობელს მხოლოდ 2012 წელს დაუბრუნდა.
პატარკაციშვილი 2008 წლის 13 თებერვალს 52 წლისა ლონდონში გარდაიცვალა. სკოტლანდ იარდის საბოლოო დასკვნით, გარდაცვალების მიზეზი გულის იშემიური დაავადება იყო.
17 ოქტომბერს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმესთან დაკავშირებით, ფარული ჩანაწერები გაავრცელა. პატარკაციშვილის მკვლელობის ორგანიზებისთვის კუდის ოთხ ყოფილ მაღალჩინოსანს წარედგინა ბრალი.
პროკურატურის განცხადების შემდეგ, ბიზნესმენის ოჯახი აცხადებს, რომ მკვლელობის დამკვეთებიდან დაწყებული, შემსრულებლებით დამთავრებული, ყველა უნდა დაისაჯოს.