უკრაინულმა დრონებმა 9 სექტემბრის ღამეს რუსეთის სამხრეთით მდებარე ქალაქ ნოვოროსიისკში ნავთობის ტერმინალს დაარტყეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
თავდასხმის შედეგად ნავთობის ტერმინალში ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას ადგილობრივი მცხოვრებლებიც ავრცელებენ. რუსული მხარის ცნობით, უკრაინული დარტყმების შედეგად ქალაქში საცხოვრებელი კორპუსიც დაზიანდა.
ნოვოროსიისკის მერმა ანდრეი კრავჩენკომ დაადასტურა, რომ ქალაქზე უკრაინული დრონებით თავდასხმა განხორციელდა. მისი თქმით, ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევები „საწარმოების ტერიტორიაზე“ და საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს ჩამოვარდა. მერს კონკრეტულად არ უთქვამს, რომელ ობიექტებზე დაეცა ნამსხვრევები.
კომენტარები
