კალიფორნიაში მასშტაბური ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23 ადამიანამდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს. აქამდე საუბარი იყო 11 დაღუპულზე.
ტყის ხანძარი Camp ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხუთშაბათს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, ხანძრის გავრცელების ფართობი 42 ათას ჰექტარს შეადგენს. ხანძრის შედეგად 7 ათასამდე ნაგებობაა განადგურებული. ეს კალიფორნიის შტატის ისტორიაში ყველაზე გამანადგურებელი ხანძარია.
კომენტარები