ესპანეთში პიროტექნიკის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას სულ მცირე 3 ადამიანი ემსხვერპლა, კიდევ 3 კი დაშავდა. ამის შესახებ Publico წერს.
შემთხვევა გუადიკსის მუნიციპალიტეტში მოხდა. აფეთქების დროს შენობაში 6 თანამშრომელი იმყოფებოდა.
გაზეთის ცნობით, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ის რამდენიმე კილომეტრის მოშორებითაც იგრძნეს. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
კომენტარები