შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურმა ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის დამკვეთად სადის არაბეთის ტახტის მემკვიდრე დაასახელა.
ვაშინგტონ პოსტის ინფორმაციით, 15 აგენტი სამთავრობო თვითმფრინავებით სტამბოლში სწორედ პრინცი მოჰამედ ბენ სალმანის დავალებით გაემგზავრა.
სი-აი-ეი ამ დასკვნას რამდენიმე ფაქტზე დაყრდნობით აკეთებს. დაზვერვა ფლობს სატელეფონო საუბრის ჩანაწერს, რომელიც მკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე ჯამალ ჰაშოგისა და ამერიკაში საუდის არაბეთის ელჩს შორის შედგა. აღსაღნიშნავია, რომ ელჩის თანამდებობას ტახტის მემკვიდრის ძმა – ხალიდ ბენ სალმანი, იკავებს.
სატელეფონო საუბარი საბუთებს ეხებოდა, რა დროსაც ელჩმა ჰაშოგის სტამბოლის საელჩოში მისვლა ურჩია და დაარწმუნა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრებოდა.
იცოდა თუ არა პრინცის ძმამ დაგეგმილი მკვლელობის შესახებ, სი-აი-ეი არ აკონკრეტებს, თუმცა ცნობილია, რომ სატელეფონო საუბარი ტახტის მემკვიდრეს დავალებით შედგა.