საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აცხადებს, რომ ჯარის პოლიტიკური მიუკერძოებლობა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. ამის შესახებ მინისტრმა „ქრონიკასთან“ ილაპრაკა.
იზორიამ კონკრეტულად ილაპარაკა ყოფილი გენერლის დევი ჭანკვოტაძის განცხადების შესახებ. „პატივისცემა ყველა სამხედრო მოსამსახურის მიმართ, რომელსაც სხვა პოლიტიკური შეხედულება აქვთ, თუმცა დარწმუნებული ვარ, სამწუხაროდ, ის გამოყენებულია, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი“, – ამბობს ლევან იზორია.
„ის ამბობს, რომ პოლიტკური განცხადებას არ აკეთებს, მაგრამ ამას პოლიტიკურ რეკლამად იყენებენ. პოლიტიკური ნეიტრალობის ინტერესებიდან გამომდინარე, ყველა მოქმედ თუ ყოფილ სამხედროს მოვუწოდებ მაქსიმალურად მოერიდონ შეარაღებული ძალების სახელით ილაპარაკონ, თუმცა როგორც მოქალაქეებს ამის უფლება აქვთ“, – განაცხადა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა ჰააგის სასამართლოზეც ილაპარაკა. „ჰააგას სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რომის სტატუტის წევრი არ არის, ეს არ ნიშნავს იმუნიტეტს რუსებისთვის, და რომ ისინი დანაშაულისთვის მაინც დაისჯებიან. თავდაცვის უწყება აქტიურად არის ჩართული ოკუპანტის მიერ დანაშუალის ჩადენის ფაქტების გამოძიებაში“, – აცხადებს იზორია.
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერმა ყოფილმა სამხედროებმა სოცქსელში “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიის წარმოება დაიწყეს. პოსტების მიხედვით მათთვის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებები მიუღებელია და საზოგადოებას მოუწოდებენ არ დაუჭირონ მას მხარი.
რამდენიმე დღის წინ ყოფილმა სამხედრო მოსამსახურებმა მუხათგვერდის სასაფლაოზე აგვისტოს ომის დაწყებასთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა ჩაწერეს და მოწოდება გააკეთეს, რომ სალომე ზურაბიშვილს მხარი არ დაუჭირონ. გენერალმა დევი ჭანკოტაძემ მოსახლეობას მოუწოდა, არ მისცეს ხმა იმ პრეზიდენტს, რომელიც აგვისტოს ომის დაწყებას საქართველოს აბრალებს.