აშშ-ში, ოჰაიოში პოლიტიკოსები განიხილავენ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, აბორტი სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლება და კოდექსში ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა „დაუბადებელი ადამიანის მკვლელობად“ განისაზრვრება. ამის შესახებ Independent-ი წერს.
თუ კანონპროექტი დამტკიცდება, აბორტისთვის ბავშვის დედას ან ექიმს სამუდამო პატიმრობა მიესჯება. გარდა ამისა, კანონპროექტი სიკვდილით დასჯასაც ითვალისწინებს.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს არც გაუპატიურების ან ინცესტის შემდეგ დამდგარ ორსულობას და არც ისეთ შემთხვევებს, როცა ორსულობის გაგრძელება დედის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს.
კანონპროექტი გულისხმობს იმ შემთხვევებს, როცა ნაყოფის ხელოვნურად მოშორება გულისცემის დაფიქსირების შემდეგ ხდება. ნაყოფის გულისცემის დაფიქსირება შემთხვევათა უმრავლესობაში, შესაძლებელია ორსულობის მე-6 კვირიდან.
ცნობილია, რომ აშშ-ის რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აბორტის წინააღმდეგია. ოჰაიოში კი, საკანონმდებლო ორგანო კი, უმეტესად, რესპუბლიკელებითაა წარმოგენილი.