CNN-ის ინფორმაციით, ირანში 6.3 მაგნიტუდის მიწისძვრის შედეგად 500-მდე ადამიანი დაშავდა.
მიწისძვრა ირან-ერაყის საზღვართან მოხდა. ერაყის მედიის ინფორმაციით, სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული.
მიწისძვრის ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით, 150 კილომეტრში, ირანის ქალაქ სარპოლიდან კი 40 კილომეტრში დაფიქსირდა.
კომენტარები