უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულად მობილიზებულია. ამის შესახებ ქვეყნის ნაციონალური უსაფრთხოების კომიტეტზე დაყრდნობით თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ასევე ბრძანება პირადად გადაეცა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს. „გაძლიერებულია კონტრდაზვერვის ზომები, რათა უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან სხვა პროვოკაციები არ შეიქმნას“, – განაცხადეს უსაფრთხოების სამსახურში.
26 ნოემბერს გამთენიისას, ქერჩის სრუტეში რუსეთის საზღვაო ძალებმა სამი უკრაინული გემი დააკავეს. რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა უკრაინელი მეზღვაურები საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დაადანაშაულა, ხოლო უკრაინამ რუსეთის მოქმედებას აგრესიის აქტი უწოდა. პეტრო პოროშენკომ 60 საათის განმავლობაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას დაუჭირა მხარი. შესაბამის კანონპროექტს უმაღლესი რადა გადახედავს.
რუსეთმა ქერჩის სრუტის ინციდენტის გამო 26 ნოემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის დანიშვნა მოითხოვა.