მექსიკაში, ჰალისკოს შტატში 6 სამართალდამცველი მოკლეს, 1 კი დაჭრეს. ამის შესახებ Reuters-ი წერს.
თავდასხმა ლა-უერტას მუნიციპალიტეტში მოხდა. პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებს ცეცხლი დაუდგენელმა პირებმა გაუხსნეს.
ლა-უერტაში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ნარკოკარტელი „ჰალისკო-ახალი თაობა” მოქმედებს.
კომენტარები