ჩინეთში სიჩუანის პროვინციაში მთავრობა ოჯახს შვილის პოვნაში დაეხმარა, რომელიც მათ 32 წლის წინ წაართვეს. ამის შესახებ South China Morning Post-ი წერს.
1986 წლის ივლისში ჩჟოუ იუშენა და მისი ცოლი ცზოი გუიფანი ოჯახის დაგეგმვის დეპარტამენტში დაიბარეს. ისინი უწყებაში თავიანთ უმცროს ქალიშვილთან ერთად მივიდნენ, რომელიც მაშინ 2 თვის იყო.
დეპარტამენტში მათ აცნობეს, რომ ოჯახს მეორე და მესამე შვილის გაჩენის უფლება არ ჰქონდა და ჯარიმის სახლით 3 000 იენის გადახდა მოსთხოვეს.
კაცის თქმით, მათ ფული არ ჰქონდათ. დედამ შვილის წაყვანა სცადა, თუმცა უწყების ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა მას ბავშვი წაართვა. რა ბედია ეწია შვილს ამის შემდეგ, დედ-მამამ ახლახან შეიტყო. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბავშვი გააშვილეს და მრავალი წლის განმავლობაში ცოლ-ქმარი მას უშედეგოდ ეძებდა.
ნოემბერში ეს ისტორია მედიაში მოხვდა. ამის შემდეგ ბავშვის ძებნაში ადგილობრივი მთავრობა და ოჯახის დაგეგმვის ადგილობრივი დეპარტამენტი ჩაერთო. მათ გოგოს პოვნა შეძლეს, რომელიც ახლა 32 წლისაა. დნმ-ს ანალიზმა დაადასტურა, რომ ის ნამდვილად ჩჟოუ იუშენასა და ცზოი გუიფანის შვილია. მთავრობა ახლა მათ შეხვედრას გეგმავს.
იმედინიუსი