ბრაზილიის დედაქალაქიდან 100 კილომეტრში მდებარე ქალაქ კამპინასის ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში სროლას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. ინფორმაციას პოლიცია ადასტურებს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, თავდამსხმელი ორ ცეცხლსასროლ იარაღს ატარებდა.
ირკვევა, რომ თავდამსხმელმა თავი ეკლესიაშივე მოიკლა. მომხდარის მოტივი ჯერ უცნობია.
ქალაქი სან-პაულოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. კამპინასს ინდუსტრიული ქალაქის სტატუსი აქვს.
კომენტარები