ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატურები დასახელდა, ესენი არიან: მოქმედი თავმჯდომარე თამარ ჟვანია, ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მარიამ შელეგია და სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი ხელმძღვანელი ლადო ბოჟაძე.
ოთხი კანდიდატიდან პრეზიდენტი სამს შეარჩევს და დასამტკიცებლად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ხვალ წარუდგენს.
კომენტარები