ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ედოღანი ანტისემიტიზმში დაადანაშაულა.
„ანტისემიტი დიქტატორის ერდოღანის ყოველდღიურ გამოხტომებს ვაწყდები. ერდოღანს აკვიატებული აქვს ისრაელი. თუმცა, დადებითი დინამიკაც არის. ადრე ერდოღანი თავს მესხმოდა ყოველ ორ საათში, ახლა კი, ეს ყოველ ექვს საათში ხდება“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, „ერდოღანმა არ იცის თუ რა არის ისრაელის ზნეობრივი არმია“.
„მან არ იცის თუ რა არის ზნეობრივი არმია, ჭეშმარიტი დემოკრატია, რისგან განსხვავდება ის არმიისგან, რომელიც ქალებსა და ბავშვებს ხოცავს ქურთულ სოფლებში“, – აღნიშნა მან.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ისრაელი სახელმწიფო დონეზე ტერორის განხორციელებაში დაადანაშაულა.
კომენტარები